ქედაში სასმელი წყლის სისტემების მშენებლობა წელსაც გრძელდება

14/07/2017

ბოლო სამი წლის განმავლობაში, ქედის გამგეობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს ადგილობრივი მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა წარმოადგენს. სისტემების მშენებლობა – რეაბილიტაციისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონ 746 000 ლარი უკვე დაიხარჯა: – აშენდა აწჰესის დასახლების და სოფელ ზედა მახუნცეთის წყლის სისტემა (8 კმ სიგრძის) სამარაგო აუზით – 330 000 ლარი; – დაბა ქედის წყალმომარაგებისათვის 500 ტონიანი სამარაგო აუზი – 130 000 ლარი; – გარემონტდა და დამონტაჟდა მფილტრავი მოწყობილობები დაბა ქედის წყალმომარაგების სისტემებზე ღარათსა და ზენდიდში – 96 000 ლარი; – ორეტაპად მიმდინარეობს ხარაულა ჯალაბაშვილების სასმელი წყლის მაგისტრალის მშენებლობა (17 კილომეტრი სიგრძის) – 865 000 ლარი; – ხუნკუდა-გულები-ზესოფლის სასმელი წყლის მაგისტრალი (8 კილომეტრი სიგრძის) – 658 000 ლარი; – მოწესრიგდა სოფელ წონიარისის, ახოს, პირველი მაისის სისტემები, ხოლო სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა სოფელ ცხმორისის, დანდალოს, გოგიაშვილების და მერისის სასმელი წყლის სისტემებს. მიმდინარე წელს ქედაში დამატებით 5 მაგისტრალი მოწესრიგდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 200 000 ლარი დაიხარჯება: – უკვე დასრულდა აბუქეთის სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა; – მიმდინარეობს ქოსოფლის, ზენდიდი-ცხემნის, კორომხეთისა და გეგელიძეების სასმელი წყლის სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ჯამში დღემდე სასმელი წყლით უზრუნველყოფისათვის ქედაში 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ახალი მაგისტრალებით 1000 -ზე მეტი ოჯახი უკვე სარგებლობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0