ქვემო ქართლის გუბერნიაში სამოქალაქო უსაფრთხოების კანონში შეტანილ ცვლილებებზე იმსჯელეს

06/10/2018

ქვემო ქართლის გუბერნიაში სამოქალაქო უსაფრთხოების კანონში შეტანილ ცვლილებებზე იმსჯელეს. მხარის გუბერნატორსა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა სფეროში არსებული სიახლეები დეტალურად გააცნეს. სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს საგანგებო სიტუაციების მართვის კომპონერნტების, პრევენციის, მზადყოფნის, რეაგირებისა და აღდგენის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოების პროცესზე, რაც საკანონმდებლო ცვლილებით განისაზღვრა. შოთა რეხვიაშვილმა ყურადღება გაამახვილა კოორდინირებული მუშაობისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანიზების აუცილებლობაზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით 2014 წლის ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიმდინარე წლის 27 ივნისს შევიდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0