ქვემო ქართლში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა

20/09/2017

ქვემო ქართლის რეგიონში ყოველწლიურად არაერთი ინფრატრუქტურული პროექტი ხორციელდება, როგორც ცენტრალური ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით. განსაკუთრებით პრიორიტეტულია გზების მშენებლობა- მოდერნიზაცია, სპორტული მოედნების მოწყობა, საბავშვო ბაღების მშენებლობა- რეაბილიტაცია, საცხოვრებელი კორპუსების გადახურვა.
რეგიონში აღნიშნული მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში მრავალი პროექტი უკვე წარმატებით განხორციელდა. პროცესი კვლავაც აქტიურად მიმდინარეობს.
გზები
2013–2017 წლებში დაიგო 660 კმ გზა, თანხით 89 828 962 ლარი.
სპორტული მოედნები
2016-2017 წლებში ქვემო ქართლის რეგიონში მოეწყო 78 სპორტული მოედანი, თანხით 3 307 833 ლარი.
საბავშვო ბაღები
2016-2017 წლებში ქვემო ქართლის რეგიონში აშენდა, რეაბილიტირდა და მოეწყო 81 ბაღი თანხით 8 765 009 ლარი.
საცხოვრებელი კორპუსების გადახურვა
2016-2017 წლებში ქვემო ქართლის რეგიონში საცხოვრებელი კორპუსების გადახურვაზე დაიხარჯა 6 903 303 ლარი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0