ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ახალი დეპარტამენტი გაიხსნა

20/07/2016

კონსტანტინე ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ენდოვასკულური ქირურგიის დეპარტამენტი გაიხსნა. დეპარტამენტის გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო.

დეპარტამეტი აღიჭურვა ულტრათანამედროვე იაპონური ორმკლავიანი ანგიოგრაფით Shimadzu Trinias B12.აპარატი ექსკლუზიურია კავკასიის რეგიონში და უნიკალური ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. მისი გაყიდვა იაპონიის საზღვრებს გარეთ პირველად საქართველოში განხორციელდა.

„ულტრათანამედროვე იაპონური აპარატი, რომელიც დეპარტამენტმა შეიძინა, ექსკლუზიურია კავკასიის რეგიონში და უნიკალური ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეები უმაღლესი ხარისხის სამედიცინო სერვისის მიღებას შეძლებენ, რასაც დედაქალაქის მთავრობა აფასებს და მიესალმება. მნიშვნელოვანია, რომ ანგიოგრაფზე სამუშაოდ რამდენიმე ქართველი ექიმი გადამზადდა, რომლებსაც უკვე შეუძლიათ აღნიშნული აპარატით ურთულესი ოპერაციების ჩატარება – თბილისელები და არა მხოლოდ თბილისელები მკურნალობას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაივლიან და მიიღებენ უმაღლეს ხარისხს. მე გავეცანი აპარატის შესაძლებლობებს, ამ უნიკალური აპარატით სხვადასხვა სახის ოპერაციების ჩატარებაა შესაძლებელი, რაც დამეთანხმებით, რომ ამცირებს ფატალური შედეგების დადგომის რისკებს. ამასთან, გვაძლევს იმედს და ბუნებრივია, არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ვითარდება ჩვენს ქვეყანაში ჯანდაცვა და სამედიცინო სფერო’, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში საფუძველი ჩაეყარა ენდოვასკულური ქირურგიის ახალ ეტაპს. ისტორიულად კლინიკა ენდოვასკულური ქირურგიის პიონერია. სწორედ აქ ამუშავდა საქართველოში პირველი კათეტერიზების ლაბორატორია. წლების განმავლობაში ქირურგიის ინსტიტუტი გახლდათ ფლაგმანი კარდიოლოგიური ინტერვენციებისა და კარდიოქირურგიის დარგში. ბოლო ხანს ან მხრივ საქმიანობა შეჩერებული იყო , მაგრამ უნიკალური ანგიოგრაფის შეძენის , შესაბამისი საოპერაციოს და კათეტერიზების ლაბორატორიის გამართვის შემდეგ,უკვე შესაძლებელია კარდიოქირურგიული, ენდოვასკულური ქირურგიის მომართულებების ხელახლა ამუშავება და თანამედროვე სტანდარტების დონეზე მართვა.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს , სხვა შესაძლებლობებთან ერთად მიეცა ინსულტის მართვის სრულფასოვანიცენტრის გახსნის უნიკალური შანსი, რაც ჩვენს უამრავ მოქალაქეს დაიცავს ამ მეტად საშიში დაავადებისგან და მისი გართულებებისგან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0