ქობულეთის გამგებელმა ჩაისუბანში წყალსადენი სისტემის მოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა

29/04/2017

დღეს ჩაისუბანში ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ წყალსადენი სისტემის მოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა. ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია გასულ წელს დაიწყო. წელს პროექტის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ 100-მდე ოჯახი უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მოეწყობა რკინა-ბეტონის წყალშემკრები რეზერვუარები და წყალშემკრები კაპტაჟები, ასევე აშენდება საქლორატორო, სადაც ტექნოლოგიური დანადგარები დამონტაჟდება.
პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტი 896 609 ლარს დახარჯავს. სამუშაოების დასრულება ივნისის თვეში იგეგმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0