ქობულეთში გამწვანებისა და დასუფთავების აქცია მოეწყო

28/04/2017

დღეს ქობულეთში გამწვანებისა და დასუფთავების აქცია მოეწყო. ფიჭვნარის დასახლებაში გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებმა 100 ძირი ფიჭვის ხე დარგეს, ასევე დასუფთავდა ზღვის სანაპირო ზოლი.
აქცია დედამიწის კვირეულის ფარგლებში ქობულეთის გამწვანებისა და სანდასუფთავების სამსახურების ორგანიზებით გაიმართა. მისი მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სუფთა და ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს შექმნა, მოსახლეობის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა.
გარემოსდაცვითი ღონისძიებების ფარგლებში გამწვანებისა და დასუფთავების აქციები მუნიციპალიტეტში პერმანენტულად იმართება. წელს მწვანე ზოლებსა და ქარსაფარ ზონებში 2000 ძირი მრავალწლიანი ნერგების დარგვაა დაგეგმილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0