ქობულეთში საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობა ექსპლოატაციაში შევიდა

14/02/2018

ქობულეთში საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობა დღეიდან ექსპლოატაციაში შევიდა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში სატესტო რეჟიმში მუშაობდა. ობიექტი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან ერთად დაათვალიერეს. ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია. ობიექტზე 11 ადამიანია დასაქმებული. ნაგებობის ფუნქციონირების შედეგად ფეკალური მასების ზღვაში ჩადინება აღარ ხვდება, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სანიტარულ მდგომარეობას სანაპირო ზოლზე, ასევე შემცირებულია გარემოზე მავნე ზემოქმედება და ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკი. გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის 5 800 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და აჭარის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, ხოლო ტექნიკური აღჭურვილობა კი მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჰოლანდიის მთავრობის გრანტით შეიძინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0