ქობულეთში სასოფლო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

04/06/2016

ქობულეთის მუნიციპალტეტში სასოფლო გზების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით აჭარის საგზაო დეპარტამენტის ორგანიზებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. მიმდინარე წელს დაგეგმილია 40 ობიექტის კეთილმოწყობა. პროექტების განსახორციელებლად 22 738 160 ლარია გათვალისწინებული. ინფრასტრუქტურული სამუშაოები პარალელურ რეჟიმში სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს. დაწყებულია ცენტრალური და სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზების სარეაბილიტაციო ღონისძიებები, შიდასასოფლო გზების პრობლემატურ მონაკვეთებზე ეწყობა ბეტონის საფარი, შენდება საყრდენი კედლები და გაბიონები.
დღეის მდგომარეობით ქობულეთის მუნიციპალიტეტში მოასფალტებულია 8 470 მეტრი სიგრძის გზა 6 მიმართულებით და დარჩენილია 7 მიმართულება, სადაც საფარი 20 513 გრძივ მეტრზე უნდა დაიგოს, ასევე დაგეგმილია 11 ახალი ხიდის მშენებლობა და 17 ხიდის რეაბილიტაცია, 151 ახალი საყრდენი კედლის და 4 დამცავი ზღუდარის მშენებლობა. რეკონსტრუქცია ჩაუტარდება სამელიორაციო სისტემების არხებსაც. ღონისძიების განხორციელებისთვის საგზაო დეპარტამენტი 706 880 ლარს დახარჯავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0