ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია

09/05/2017

დღეს საქართვლოს დელეგაცია საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლარნაკაში გაემგზავრა, სადაც 9-11 მაისს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი იმართება.
დაგეგმილია დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, სერ სუმა ჩაკრაბარტისთან, ასევე დაგეგმილია შეხვედრები აღნიშნული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის სხვა ხელმძღვანელ პირებთან, აგრეთვე, საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც ბანკის წლიურ შეხვედრაში მონაწილეობენ „მინდა დიდი სიამაყით და სიხარულით აღვნიშნო, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია. 2012 წლიდან დღემდე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, დაახლოებით, მილიონ მგზავრს მოემსახურა. მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება აეროპორტის ტერმინალის გაფართოების შესახებ. თუ დღეის მდგომარეობით, ტერმინალი ერთდროულად 600-მდე მგზავრს ემსახურება, გაფართოების შემდეგ, ტერმინალი 2200 მგზავრს მოემსახურება. ვიზალირებალიზაციის შემდეგ, ქუთაისის აეროპორტზე დატვირთვა კიდევ უფრო გაზრდილია. მოგეხსენებათ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპისკენ 10 მიმართულებით ხორციელდება ფრენები და ეს რიცხვი სულ უფრო მატულობს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადი 114%-ით არის გაზრდილი და რა თქმა უნდა, ჩვენ საუკეთესო მომსახურებას ვუწევთ მგზავრებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ტურისტებისა და მოგზაურთა რაოდენობის ზრდასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია, თავად უცხოელი ტურისტების პროცენტული შემადგენელი – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მოსარგებლეთა 61%-ი სწორედ უცხოელი ტურისტია“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0