ქუთაისს, ფონდმა ,,ქართუმ“ მფლობელობაში ბავშვთა რაგბის აკადემია გადასცა

31/01/2018

ქუთაისს, ფონდმა ,,ქართუმ“ მფლობელობაში ბავშვთა რაგბის აკადემია, ბაზა, ახალი მოედნები და სავარჯიშო დარბაზები გადასცა. ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა. იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველ მოადგილესთან გრიგოლ დალაქიშვილთან და ქუთაისის მერთან გიორგი ჭიღვარიასთან ერთად რაგბის აკადემია დაათვალიერა.

“მადლობა ფონდ ,,ქართუს“ ასეთი საჩუქრისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა, სარაგბო აკადემია აშენდა ქუთაისში და ამ სპორტით დაინტერესებულ მოზარდებს საშუალება ეძლევა თანამედროვე სტანდარტების მქონე კომპლექსში ისწავლონ“-განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0