ქუთაისში კავკასიის რეგიონში უდიდესი საუნივერსიტეტო ქალაქი გაშენდება

19/06/2017

ქუთაისში კავკასიის რეგიონში უდიდესი, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ლაბორატორიებით აღჭურვილი საუნივერსიტეტო ქალაქი გაშენდება. საქართველოში საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის შექმნის პროგრამის განხორციელებაში, როგორც ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის, ასევე სხვა პროექტების მხარდაჭერის მიზნით, აქტიურ მონაწილეობას საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” მიიღებს. შესაბამის მემორანდუმს დღეს ხელი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დირექტორმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა მოაწერეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0