“ღვინის დღეები“ ზუგდიდში გალა კონცერტითდაიხურა

15/10/2023

“ღვინის დღეები“ ზუგდიდში გალა კონცერტით ბოტანიკურ ბაღში დაიხურა. საქართველოს მასშტაბით, ღვინის დღეები პრემიერ მინისტრის ინიციატივითა და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებები ზუგდიდში 2 საათიდან დაიწყება. ჩატარდა ღვინის გამოფენა-დეგუსტაცია, კულინარიული მასტერკლასები, სომელიეების სესიები, გაიმართა საბავშვო აქტივობები. ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან, ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. გალა კონცერტზე დავით ევგენიძემ ბენდთან ერთად იმღერა, სპეციალური მოწვევით მაყურებლის წინაშე წარსდგა იტალიელი მომღერალი კიარა ჩიველო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0