ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ სამუშაო შეხვედრა გამართა

02/08/2017

ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ და საბჭოსთან არსებულმა საკონსულტაციო ჯგუფმა დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფრუიძემ საქართველოს საპარლამენტო ღიაობის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების პროგრესი მიმოიხილა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, საბჭოს ფარგლებში შექმნილმა ერთ-ერთმა სამუშაო ჯგუფმა ეთიკის კოდექსზე მუშაობა პრაქტიკულად დაასრულა.
სამუშაო შეხვედრა პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა. ინიციატივა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ IDFI-სთან თანამშრომლობით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0