ყვიბისში სანიაღვრე ქსელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

30/05/2017

სოფელ ყვიბისში სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები 7 მონაკვეთზეა გათვალისწინებული. უნდა აღინიშნოს, რომ სანიაღვრეები სოფელში დიდი ხნის განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო, რაც თავის მხრივ იწვევდა წყლის გადმოდინებას გზის სავალ ნაწილზე და მის დაზიანებას.
პროექტის ფარგლებში არსებულ მონაკვეთებზე მოეწყობა ბეტონის არხები, ეზოების შესასვლელებში და გზის გადაკვეთაზე კი ცხაურები.
აღსანიშნავია, რომ პარალელურად სამუშაოები მიმდინარეობს დაბა წაღვერში თორელის ქუჩაზე, სადაც სრულიად ახალი ქსელი მოეწყობა.
რამდენიმე დღის წინ კი სანიაღვრეების რეაბილიტაცია დასრულდა ქალაქ ბორჯომში რუსთაველის ქ. №119-ში, ერეკლეს, ქეთევან წამებულის, კოსტავასა და რობაქიძის ქუჩებზე. ობიექტებზე სამუშაოებისათვის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 111 680 ლარია გამოყოფილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0