ყირგიზეთის პრეზიდენტმა საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

13/10/2016

ყირგიზეთის პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა, რომელიც საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, დღეს გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და საქართველოს შეიარარებული ძალების გენშტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0