შალვა კერესელიძემ დუშეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

28/05/2019

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, შალვა კერესელიძემ დუშეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ადგილობრივ თვითმმართველობასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამ შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურთან და რეგიონალურ საზედამხედველო შპს “მშენ-ექსპერტის“ წარმომადგენლებთან ერთად დეტალურად იქნა განხილული მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები და შეფასდა მიმდინარე სამუშაოები. სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი თანიაშვილი და მხარის რწმუნებულის მოადგილე მანანა ნარიმანიძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0