შანკევანში სასმელი წყლის რეზერვუარისა და მაგისტრალური მილსადენის მოწყობა მიმდინარეობს

22/10/2023

მცხეთის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიზნით, პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს საგურამოსა და გალავნის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მოადგილეებთან ერთად გაეცნენ. რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები სოფელ კოტორაანთკარში იმყოფებოდნენ, სადაც რეგფონდისა და მერიის თანადაფინანსებით, შიდასაუბნო გზის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულებამაც 700 000 ლარამდე შეადგინა, მევენახის ქუჩაზე დაიგო ბეტონის საფარი და შეიცვალა მთავარი ცენტრალური წყალსადენის მილები. სამუშაოების განხორციელებამდე გზის აღნიშნული მონაკვეთი გადასაადგილებლად რთული და პრობლემური იყო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე იმყოფებოდნენ შანკევანში, სადაც რეგფონდისა და მერიის დაფინანსებით, სასმელი წყლის რეზერვუარისა და მაგისტრალური მილსადენის მოწყობის სამუშაოების მე-2 ეტაპი მიმდინარეობს. ამჟამად, სოფელში შიდა საუბნო ქუჩების სასმელი წყლის მილებით დაქსელვის სამუშაოები ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე სასმელი წყლის ჭაბურღილი მოეწყო და დაიქსელა ცენტრალური მილი, რომელიც რეზერვუარს დაუერთდა. პროექტის დასრულების შემდეგ, სოფელ შანკევანში სასმელი წყლით 100-მდე ოჯახი ისარგებლებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0