შეზლონგების განთავსების მიზნით აუქციონი ჩატარდა

24/05/2017

ქობულეთში ზღვისპირა ზოლში შეზლონგების განთავსების მიზნით სექტორების სარგებლობის უფლებით (იჯარით) განკარგვაზე პირობიანი აუქციონი ჩატარდა. საჯარო აუქციონის შედეგად გამარჯვებულებად გამოცხადდნენ პრეტენდენტები, რომლებმაც მაღალი სარგებლობის ფასი წარმოადგინეს. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ზღვისპირა ზოლი დაყოფილია 5 ზონად, რომლებიც 143 სექტორისგან შედგება. აუქციონის შედეგად დღეს 55 სექტორზე გამოვლინდა გამარჯვებული. თავისუფალ სექტორებზე აუქციონის გამოცხადება ხელმეორედ მოხდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0