შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის გარემოს მოწყობის სტანდარტების თემაზე ტრენინგი ჩატარდა

27/06/2017

ინკლუზიური ტურიზმის ცენტრ”პარსა” -სა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ჩატარდა ტრენინგი თემაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის გარემოს მოწყობის სტანდარტები : საქ. მთავრობის დადგენილება 41, ადაპტირებული გარემოს უნივერსალური დიზაინი და შშმ პირებთან ურთიერთობის ეთიკის ნორმები . ტრენინგს ესწრებოდნენ გამგეობის სხვადასხვა სამსახურის სპეციალისტები. შეხვედრაზე განხილული იქნა დადგენილება 41 – ის ძირითადი პრინციპები, არქიტექტორული პროექტის მომზადების ეტაპები, მისაწვდომობის აუდიტისა და ობიექტის საჭიროების დადგენის მეთოდილოგია და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობის ეთიკა. ტრენინგის ფარგლებში ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს საერთაშორისო გამოცდილების შესახებ და განხილულ იქნა, როგორც ადგილობრივი ასევე ევროპის, აშშ და სხვა განვითარებული ქვეყნების გარემოს ადაპტირების მაგალითები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0