,,შემოსაზღვრე საქართველო“-ს ფარგლებში, ზუგდიდში, ანაკლიასა და რუხში ღონისძიებები გაიმართა

16/06/2017

პროექტ ,,შემოსაზღვრე საქართველო“-ს ფარგლებში, ზუგდიდში, ანაკლიასა და რუხში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა.

ქალაქ ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში პროექტის ფარგლებში, ივანე მაჩაბელის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა სპექტაკლი „უჩინმაჩინის ქუდი“ წარადგინა.

რუხის საჯარო სკოლაში ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ლიტერატორმა და მთარგმნელმა გაგა ლომიძემ ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ ლექცია ჩაატარა, ასევე გაიმართა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის ესმა მანიას ლექცია ილია ჭავჭავაძის შესახებ.

პროექტის ფარგლებში ღონისძიება გაიმართა ანაკლიის ციხესიმაგრეშიც. ღონისძიებაზე მისულმა მოქალაქეებმა პროექტ „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“-ში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ორგანიზებით ჩატარდა.

ღონისძიებები შემაჯამებელ კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა ქართველ მუსიკოს – შემსრულებლებმა და ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,ოდოია“-მ მიიღო.

,,შემოსაზღვრე საქართველო“-ს ფარგლებში, ადგილობრივ სკოლებსა და ბიბლიოთეკებს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები გადაეცათ.

„შემოსაზღვრე საქართველო“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება. პროექტი ა(ა)იპ „მომავლის სოფლის“ მიერაა ინიცირებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0