შიდა ქართლში 50 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგური აშენდება

20/02/2018

პირველი უმნიშვნელოვანესი შედეგი თურქეთის ვიზიტიდან! ცოტა ხნის წინ დავასრულეთ შეხვედრა უმსხვილესი თურქული ენერგეტიკული ჰოლდინგი „ჩალიკ ენერჯის“ დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან აჰმედ ჩალიკთან, რომელიც დაგვპირდა, რომ საქართველოში, კერძოდ შიდა ქართლში 50 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურს ააშენებს და 75 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ქარის ელექტროსადგურის პროექტს „ჩალიკ ენერჯი“ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით განახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0