შოთა რეხვიაშვილი უცხოელ ინვესტორებს შეხვდა

11/04/2019

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი და რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი მიხეილ ღურწკაია, ქვის საერთაშორისო მწარმოებელი კომპანიის Royal Stone Group-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. სახელმწიფო რწმუნებულმა, უცხოელ ბიზნესმენებს მხარეში არსებული საინვესტიციო გარემო გააცნო და მათი გეგმები მოისმინა.
Royal Stone Group-ი ქვემო ქართლში ძვირფასი ქვის საწარმოს შექმნას გეგმავს, სადაც ახლო აღმოსავლეთიდან და აზიიდან შემოტანილი ნედლეული გადამუშავდება და მისი ექსპორტირება ამერიკის, კანადის, ევროპისა და მეზობელი ქვეყნების ბაზარზე მოხდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, რუსთავში 5 მილიონი ლარის ინვესტიის განხორციელება და 50 ადამიანის დასაქმებაა დაგეგმილი.mკომპანიის წარმომადგენლები იდეის თანადაფინანსებისთვის, შესაბამისი განაცხადით, სახელმწიფო პროგრამას – “აწარმოე საქართველოში“ მიმართავენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0