შოთა რეხვიაშვილი, USAID-ის პროგრამის დირექტორს შეხვდა

08/05/2019

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი მოადგილეებთან ერთად, ფონდი USAID-ის პროგრამის ,,ზრდა საქართველოში“ პროექტის დირექტორს ბრაიან კინგს შეხვდა. სახელმწიფო რწმუნებულმა, სტუმრებს რეგიონის ტურისტული პოტენციალი გააცნო და იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც სფეროს განვითარების მიზნით, რეგიონში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება. შეხვედრის მიმდინარეობისას ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა USAID-ის ფონდის პროგრამის წევრებს თემატური პრეზენტაციები წარუდგინეს, მოეწყო სპეციალური ვიდეო-რგოლის ჩვენებაც. ყურადღება გამახვილდა ერთობლივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე და არსებულ საჭიროებებზე. აღსანიშნავია, რომ “ზრდა საქართველოში“ – არის ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული 5 წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროგრამის ძირითადი პრიორიტეტებია სასაზღვრო რეგიონებში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობის განვითარება და არსებული სერვისების გაუმჯობესება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0