შორენა ბუხრაშვილი „სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდა

30/05/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად „სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოს“ წარმომადგენლებს გიორგი ვაშაძეს და ლევან ხაბეიშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე „სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოს“ წარმომადგენლებმა გარემოს დაცვის მიმართულებით ჩატარებული კვლევა დეპუტატებს პრეზენტაციის სახით გააცნეს და კომისიის თავმჯდომარეს აღნიშნული კვლევების შედეგები და საკუთარი რეკომენდაციები წარუდგინეს, რის შემდეგაც შორენა ბუხრაშვილმა დედაქალაქის მერიას საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა მოსთხოვა.
შეხვედრას, რომელიც „სამოქალაქო პლატფორმა- ახალი საქართველოს“ მიერ საკრებულოში შემოსული წერილის საფუძველზე შედგა, დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0