შრომის უსაფრთხოების თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

17/10/2018

შრომის უსაფრთხოების თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა ის ახალი რეგუალიეციები განიხილეს, რომელიც 1 აგვისტოდან მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოებზე გავრცელდა. მწარმოებლებს, რომლებიც ამ კატეგორიაში შედიან ვალდებულება აქვთ 15 ნოემბრამდე ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დარეგისტრირდნენ. რეგისტრაცია საქმიანობის შესაბამისი კლასიფიკატორის მიხედვით განისაზღვრება. იმ დაწესებულებებს, რომლებსაც ოთხნიშნა ან ხუთნიშნა კოდები აქვთ მინიჭებული ვალდებულები არიან გაიარონ დამატებითი რეგისტრაცია. მომეტებული საფრთხის შემცველი საქმიანობებისა და შესაბამისი კლასიფიკატორების ნუსხა განთავსებულია ჯანდაცვის სამინისტროსა და სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე.
კომპანიებს რეგისტრაციის ვალდებულება შრომის უსაფრთხოების კანონის ფარგლებში დაეკისრათ. რეგულაციები მიზნად სამუშაო ადგილებზე დასაქმებულების შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მაქსიმალურად დაცვა და პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების დროულ გამოვლენასა და უბედური შემთხვევების თავიდან აცილებას ისახავს. აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის გარეშე სამუშაოების განხორციელება არ ათავისუფლებს დაწესებულებას კანონით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან. შეხვედრაზე შრომის უსაფრთხოების მართვის საუკეთესო პრაქტიკასა და კადრების სერტიფიცირების თემაზეც ისაუბრეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0