შსს-მ ორგანიზაციის „ხელი ხელს“ ბენეფიციარს დაბადების დღე მიულოცა

08/06/2017

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორგანიზაციის „ხელი ხელს“ ერთ-ერთ ბენეფიციარს დაბადების დღეს მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გიორგი ღვინიაშვილს თავის 20 წლის იუბილეზე დიდი ხნის ოცნება აუხდინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ორგანიზაციის – „ხელი ხელს“ მხარდაჭერით, გიორგი 1 დღით პატრულ-ინსპექტორ აბესალომ კორკოტაძის მეწყვილე გახდა. იგი მთელი დღის განმავლობაში, საპატრულო ავტომანქანით, თავის მეწყვილესთან ერთად, მისთვის საოცნებო საქმეს ასრულებდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ღირსეულად ინტეგრაციას საზოგადოებაში და იცავს მათ უფლებებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0