შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრს კვიპროსელი ჟურნალისტები ეწვივნენ

08/11/2017

შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრს კვიპროსელი ჟურნალისტები ეწვივნენ. სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა უმასპინძლა. შალვა ხუციშვილმა უცხოელ ჟურნალისტებს მულტიფუნქციური და მაღალტექნოლოგიური ცენტრი დაათვალიერებინა და მის დანიშნულებასა და ფუნქციებზე ესაუბრა.
სტუმრები ე.წ. ჭკვიანი კამერებით და მათი მუშაობის სპეციფიკით დაინტერესდნენ, ასევე, რეალურ დროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენისა და სატრანსპორტო ნაკადების მართვის პროცესს დააკვირდნენ.
შეხვედრის ბოლოს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კვიპროსელი ჟურნალისტების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა და სამინისტროში მიმდინარე, ასევე დაგეგმილი პროექტები გააცნო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0