შს მინისტრი ინდონეზიის ადამიანის უფლებათა მინისტრს შეხვდა

03/04/2017

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ინდონეზიის რესპუბლიკის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა მინისტრს, იასონნა ლაოლის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ინდონეზიას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს მტკიცე სურვილი, გააძლიეროს ორმხრივი თანამშრომლობა ინდონეზიის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან. უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს პროცედურები ინდონეზიის ეროვნულ პოლიციასთან თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის გასაფორმებლად“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. საქართველოს შს მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება ორგანიზებული და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილა. გიორგი მღებრიშვილმა ინდონეზიის რესპუბლიკის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა მინისტრს საქართველოს შს სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, მათ შორის, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის და კრიმინალური პოლიციის რეფორმირების პროექტები, ასევე, ერთობლივი ოპერაციების მულტიფუნქციური და მაღალტექნოლოგიური ცენტრის შესახებ ისაუბრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0