შშმ პირთა საბჭოს სხდომა გაიმართა

28/02/2017

კულტურის სახლში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს, კერძოდ, ცენტრალური პარკისა და ახალი სპორტსკოლის ადაპტირება შშმ პირთათვის, ზღაზე ჩასასველი პანდუსების მოწყობა და ადაპტირებული ავტობუსის შეძენა. შშმ პირთა საბჭო მუნიციპალიტეტში გასულ წელს შეიქმნა. საბჭოს მიზანი შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაცია და მათთვის ადაპტირებული გარემოს შექმნაა. საბჭო გამგეობის სხვადასხვა სამსახურის, არასამთავობო სექტორის წარმომადგენლებისა და შშმ პირებისაგან არის დაკომპლექტებული. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძეა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0