შშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ასეთი მოცულობით და ამ სახით ჩანაწერი საქართველოზე მოხდა პირველად

21/06/2018

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ასეთი მოცულობით და ამ სახით ჩანაწერი საქართველოზე მოხდა პირველად და ეს არის ძალიან მისასალმებელი მოვლენა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ადასტურებს აშშ-ის კონგრესის მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას. ეს ადასტურებს იმას, რომ საქართველო არის აშშ-ის პოლიტიკურ დღის წესრიგში საკმაოდ წინა პოზიციებზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ ამ აქტში საუბარი არის ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოზე, ანუ ეს ნიშნავს, რომ საქართველოს უსაფრთხოება არის პირდაპირ მიბმული ევროპის უსაფრთხოებაზე და პირიქით“ – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
აშშ-ის სენატმა 2019 ფისკალური წლის აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) კანონპროექტის საკუთარი ვერსია დაამტკიცა. აღსანიშნავია, რომ აქტის ჩანაწერის მიხედვით, საქართველო, ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში, შავი ზღვისა და ბალტიის ქვეყნებთან ერთად, მოაზრებულია როგორც აშშ-ს მოკავშირე და პარტნიორი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0