ჩვენთან რომ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, ამაზე ორი აზრი არ არსებობს

03/02/2017

ჩვენთან რომ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, – ასე გამოეხმაურა ნინო ბურჯანაძე „რუსთავი 2“-ის საქმეს. მისი თქმით, ლევან მურუსიძის დანიშვნა და მთლიანად სასამართლო პროცესი გარკვეულ ეჭვებს აჩენს.

„რუსთავი 2“-ის საქმე ნამდვილად პოლიტიკური პროცესია. ხელისუფლებას არ აქვს იმის უფლებას, რომ საკუთარი ბერკეტები მათ მიმართ არასწორად გამოიყენოს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, მთავარი ევროპული ღირებულებები მედიისა და სასამართლოსთვის თავისუფლების ხარისხით გამოიხატება, საქართველოში კი ორივე ინსტიტუტს საკმაოდ დიდი პრობლემები აქვს დამოუკიდებლობის მხრივ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0