ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ განხორციელებული დარტყმები სირიაში იყო მოზომილი

07/04/2017

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სირიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება
„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ განხორციელებული დარტყმები სირიაში იყო მოზომილი, პროპორციული და წერტილოვანი, რომელიც მიზნად ისახავდა იმ ობიექტების განადგურებას, სადაც ინახებოდა ქიმიური იარაღი. ამასთან, ყველა ეს ღონისძიება განხორციელდა ისე, რომ მაქსიმალურად თავიდან ყოფილიყო არიდებული ადამიანების სიცოცხლე და მსხვერპლი,“ – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ აშშ-ის მიერ სირიაში, ალ-შაირათის საჰაერო ბაზაზე გამთენიისას განხორციელებულ დარტყმებთან დაკავშირებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0