ჩვენ არ შევეგუებით, არ გავტყდებით, კიდევ უფრო გავძლიერდებით და არ შევწყვეტთ მშვიდობიან ბრძოლას,

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის მერთან ზაზა გულიაშვილთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში ჩავიდა.სოფელში საოკუპაციო რეჟიმის მიერ განახლდა მავთულხლართების მონტაჟი.მინისტრი გაეცნო ადგილზე არსებულ ვითარებას და გაესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას .

„ჩვენ არ შევეგუებით, არ გავტყდებით, კიდევ უფრო გავძლიერდებით და არ შევწყვეტთ მშვიდობიან ბრძოლას, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ამ სამარცხვინო მავთულხლართების ბოლო მეტრი არ დაიშლება,“ – ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საოკუპაციო ხაზთან გააკეთა.მან ატოცის მოსახლეობას მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატის ყოველდღიური საქმიანობა სწორედ მავთულხლართების პოლიტიკით დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებს ემსახურება.

Visited 181 times, 1 visit(s) today