ჩვენ ევროკავშირი გვეხმარება როგორც ინსტიტუციური განვითარების, ასევე ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილში

25/04/2017

ევროკავშირთან სტანდარტიზაციის კუთხით თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს დღეს სასტუმროში ,,ქორთიარდ მარიოტი“ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში გამართულ სემინარზე, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ უმასპინძლა.
ღონისძიების მიზანი, ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების მხარდაჭერაა. ღონისძიებას 70-მდე ბიზნეს და სამთავრობო სექტორი დაესწრო.
შეხვედრაზე სიტყვით CEN-CENELEC-ის (სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტი -CEN და ელექტროტექნიკური სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტი -CENELEC ) მენეჯმენტის ცენტრის (CCMC) წარმომადგენლები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს სატნდარტებისა და მეტროლოგიის გენერალური დირექტორმა დავით ტყემალაძემ და AECOM კონსორციუმის ლიდერები გამოვიდნენ.
მისასალმებელ სიტყვაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ხაზი გაუსვა, რომ დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას, იმ რეფორმებს, რომელიც სტანდარტიზაციის სფეროში განხორციელდა.
,,ჩვენ ევროკავშირი გვეხმარება როგორც ინსტიტუციური განვითარების, ასევე ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილში და სხვადასხვა პროგრამების მიმართულებით. ბოლო სამი წლის განმავლობაში მოხდა ლაბორატორიული გადაიარაღება, შესაბამისად ამ ლაბორატორიებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა. დღეს, საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტო, საერთაშორისო სტანდარტიზაციის კუთხით, არის უფრო მეტი სერვისის მიმწოდებელი. ის ქვეყანაში ნერგავს ევროპულ სტანდარტებს ქართულ სტანდარტებად და ხელს უწყობს, რომ საქართველოში ნაწარმოები პროდუქცია იყოს საერთაშორისო, ევროპული სტანდარტის დონის, რაც ხელს უწყობს ევროკავშირის ბაზარზე მაღალი სტანდარტით ნაწარმოები პროდუქცია გასვლას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მეწარმეებისთვის,-‘’განაცხადა გენადი არველაძემ.
საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტოს ხელმძღვანელის დავით ტყემალაძის განცხადებით, სემინარი ეძღვნება ქართველი მეწარმეებსა და სტანდარტიზაციის პროექტში ჩართულ პირებს.
,,დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას, სტანდარტიზაციის როლს ამ სფეროში. აღნიშნული შეხვედრა ფინანსდება ევროკავშირის მიერ. როგორც მოგეხსენებათ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო არის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და არის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების CIB – ის პროექტის ბენეფიციარი,-‘’განაცხადა დავით ტყემალაძემ.
დელეგაციის წევრებმა ღონისძებაზე პრეზენტაციების სახით ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (DCFTA) განიხილეს, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ახდენს საქართველოს ეკონომიკურ დაახლოებას ევროკავშირთან და ქართული პროდუქციის გაცნობას ევროკავშირის ბაზარზე.
სემინარის დასასრულს დელეგატებმა სტანდარტიზაციის სფეროში საქართველოს პროგრესზე იმსჯელეს, ევროპული სტანდარტიზაციის კოორდინაციასა და ტექნიკური კომიტეტების როლზე სტანდარტების განვითარებაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0