ჩოხატაურში მდგრადი ენერგეტიკის დღე აღინიშნა

27/06/2019

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი შეუერთდა ევროპის ინიციატივას და ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში ენერგეტიკის დღე აღნიშნა.
დღეის მდგომარეობით, ჩვენი მუნიციპალიტეტი, იმყოფება მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის (მეკსგ) შემუშავების პროცესში.
მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის (მეკსგ) შემუშავება წარმოადგენს „მერების შეთანხმების“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს.
2017 წლის 31 მარტს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი „მერების შეთანხმების“ ხელმომწერი მუნიციპალიტეტი გახდა. სულ, საქართველოში, „მერების შეთანხმების“ ხელმომწერი – 18 მუნიციპალიტეტია.
ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, ინიციატივა „ახალგაზრდული იდეა“-ს წევრების მიერ, მოეწყო მსვლელობა ცენტრალურ ქუჩაზე, მოიხატა ავტოსადგომი დაბის ცენტრში.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის N 1 საბავშვო ბაღის უფროსი ჯგუფის აღსაზრდელებთან ჩატარდა შემეცნებითი-საგანმანათლებლო გაკვეთილი.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბის ტერიტორიაზე დამონტაჟდა ლედ სანათები.
ენერგოეფექტურობის თემატიკაზე მოიხატა მერიის შენობის კედელი.
პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა და დარიგდა საინფორმაციო ფლაერები.
მდგრადი ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „კრიმანჭულის პარკში“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კულტურის ცენტრის კონცერტით დასრულდა.
ღონისძიებას, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე და თვითმმართველობის ხელმძღვანელები დაესწრნენ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს : ა(ა)იპ კულტურის ცენტრს, ენერგო ექფექტურობის ცენტრს, მედიასახლ „გურია ნიუს“-ს, ჩოხატაურის სამხატვრო სკოლას, N1 საბავშვო ბაღს, ინიციატივა ჩოხატაურის „ახალგაზრდული იდეა“-ს, N1 საჯარო სკოლის და ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის მოსწავლეებს, ა(ა)იპ კომუნალური სამსახურს „სხივი“.
პროექტის ორგანიზატორები არიან მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის განყოფილების უფროსი ლელა მდინარაძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი ტერეზა ბაიაჯანი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0