ზესტაფონის ცენტრალური ბიბლიოთეკის მოწყობაზე 13 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება

ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო . პროექტის მიხედვით მოეწყობა შიდა ინფრასტრუქტურა, მათ შორის წიგნსაცავი ოთახები, მოწესრიგდება სველი წერტილები. დაწესებულებაში უკვე შეიცვლა კარ – ფანჯრები. რეაბილიტაცია უტარდება ბიბლიოთეკის ორ ოთახს. ერთ – ერთში კი სამომავლოდ უსინათლო ადამიანებისთვის შესაბამისი კუთხე მოეწყობა. ცენტრალური ბიბლიოთეკის რეაბილიტაციაზე 13 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება. მიმდინარე სამუშაოები დღეს გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ღამბაშიძემ დაათვალიერა.

Visited 141 times, 1 visit(s) today