ცხრაჯვარზე ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდება

15/08/2017

ტურისტული პოტენციალის განვითარების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია ცხრაჯვარზე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, სადაც უკვე რამდენიმე დღეა საპროექტო-საინჟინრო კვლევების ჩატარება მიმდინარეობს, შესაბამისი დოკუმენტაციის მოსამზადებლად.
ტყიბული-თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის ინიციატივითა და უშუალო ჩართულობით დაგეგმილია ნაქერალას ქედზე, ,,ცხრაჯვარი“-ს მიმართულებით ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, აქტიურად მუშაობს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროსთან ერთად.
მუნიციპალური განვითარების ფონდი, მთავრობის განკარგულების შეაბამისად, პირველ ეტაპზე ახორციელებს ,,ცხრაჯვარი“-ს მიმართულებით დაახლოებით 5კმ-იანი გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას, პროექტით ასევე იქნება გათვალისწინებული გარე განათების, მოაჯირებისა და პარკინგის მოწყობაც.
საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მიმდინარე აზომვით სამუშაოებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, გიორგი ლომთაძე, გამგებლის წარმომადგენელი ტყიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, კობა გიორგაძე და ტყიბული-თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის ტყიბულის ბიუროს ხელმძღვანელი, ნიკოლოზ წიქრიძე ადგილზე გაეცნენ.
მთავრობის მხარდაჭერით, სახელმწიფო სტრუქტურებში ამჟამად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ტურიზმის განვითარების გეგმის შედგენა და საჭირო ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაგეგმარება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0