ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების 200 წლისთავისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო მოეწყო. ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ღონისძიება მე – 2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს. ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ასევე გამოფენილი იყო ის მასალა,რომელიც ბიბლიოთეკის არქივში ინახება და ტატო ბარათაშვილის შემოქმედებას ეძღვნება. ღონისძიებას გამგებლის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძეც ესწრებოდა. იუნესკომ ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო თარიღი – დაბადებიდან 200 წლისთავი 2017 წლის საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული მოვლენების ნუსხაში შეიტანა.
Visited 173 times, 1 visit(s) today