ცვლილებათა ახალი საკანონმდებლო პაკეტი

26/04/2017

🚛 უქმდება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარი.
🏷 უქმდება სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა;
✈ დღგ-სგან გათავისუფლდება საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების მომსახურების გაწევა
✈ დღგ-სგან და აქციზისგან გათავისუფლდება შიდა საავიაციო რეისებისთვის განკუთვნილი საწვავის იმპორტი და მიწოდება
🗓 იზრდება საგადასახადო დავალიანების თანხის ზღვარი 5000-დან 50 000 ლარამდე, რომლის გადახდის 1 წლის ვადით გადავადებაც (გრაფიკის გაკეთება) შესაძლებელი იქნება საგადასახადო ორგანოში უზრუნველყოფის წარდგენის გარეშე .
🏢 საგადასახადო შეღავათის ვადა 2008 წლის შემდეგ დაუსრულებელი მშენებლობებისთვის 2 წლით გაგრძელდება, დამთავრების საბოლოო ვადად განისაზღვრება 2019 წლის 31 დეკემბერი.
💦 სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებული მეწარმეები შეძლებენ განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ყოველგვარი ჯარიმის გარეშე ჩამოწერონ.
🌾 საშემოსავლო გადასახადისაგან თავისუფლდება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საკუთრების აღიარების შედეგად წარმოშობილი სარგებელი .
🤝 საგადასახადო შეთანხმების გაფორმება შესაძლებელი გახდება გადაუხდელი მოსაკრებლის თანხების შემცირების მიზნით.
🏭 უქმდება ახალ რეჟიმზე მყოფი საწარმოებისთვის გადახდილი პროცენტის გადახდის წყაროსთან დაკავების ვალდებულება. შედეგად, ახალ რეჟიმზე მყოფი საწარმოს მოგება არც ერთ შემთხვევაში აღარ დაექვემდებარება განაწილებამდე დაბეგვრას.
🍇 აქციზისგან თავისუფლდება მწარმოებლის მიერ დამკვეთის ნედლეულით ყურძნის ღვინის დისტილაციით მიღებული სპირტის წარმოება და დამკვეთისათვის გადაცემა.
⚡ საგადასახადო კოდექსით ენერგოეფექტურობა წახალისდება. საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი პირის მიერ წარმოებული ჭარბი ელექტროენერგიის გაყიდვით მიღებული შემოსავალი.
📃 უქმდება საწარმოებისათვის გადახდილი პროცენტის გადახდის წყაროსთან დაკავების ვალდებულება
🔁 საწარმოს მიერ მიღებული მოგება, რომლითაც მოხდება დამფუძნებლის მიერ ამავე საწარმოს კაპიტალის გაზრდა არ ჩაითვლება მოგების განაწილებად და არ დაიბეგრება მოგების გადასახდით
👥 მოგების გადასახადით დაბეგვრას დაექვემდებარება მხოლოდ პარტნიორი ფიზიკური და არარეზიდენტი პირის მიერ აღებული სესხის უზრუნველყოფა.
🏛 დეპოზიტით უზრუნველყოფის ნაცვლად, დაბეგვრას დაექვემდებარება ანგარიშზე განთავსებული სახსრებით უზრუნველყოფა, რომლის გამოყენებაც შეზღუდულია.
🥃 იცვლება აქციზის გადასახადის სტრუქტურა ალკოჰოლიან სასმელებზე.
📦 საბაჟო პროცედურების დარღვევისთვის პირველ შემთხვევაზე შესაძლებელია გახდება ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების გამოყენება.
🏪 მცირდება სპეციალურ სავაჭრო კომპანიის მიერ საქმიანობის წესის დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა 50 პროცენტიდან 10 პროცენტამდე.
🗳 ნახევრდება 4000-ლარიანი ჯარიმა საბაჟო საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტს სანებართვო პირობის დარღვევისთვის. ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისათვის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობაც მცირდება და პირი დაჯარიმდება 12000-ის ნაცვლად 6000 ლარით.
⭕ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის დადგენილი ზღვარი გადასახადის შემცირებისთვის 50,000 ლარიდან 100,000 ლარამდე გაიზრდება
❌ უქმდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმ ქმედებებისთვის, რომლებიც რეალურად საგადასახადო გადაცდომებს წარმოადგენენ.
🔖 სისხლის სამართალი აღარ გავრცელდება ისეთ სამართალდარღვევებზე, როგორებიცაა არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა.
❗ ზუსტდება არაერთი ნორმა, რომელიც ორაზროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0