ციხე-ქალაქ ხორნაბუჯის ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

14/04/2023

დედოფლისწყაროში ციხე-ქალაქ ხორნაბუჯის ტურისტული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ რეჟიმში გრძელდება. პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 4,823,356 ლარს შეადგენს. კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ პაპიაშვილი მიმდინარე სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ. პროექტი ითვალისწინებს ძეგლამდე მისასვლელი გზისა და გადასახედის მოწყობას, ასევე მოეწყობა ტურისტული საფეხმავლო ბილიკები, საპარკინგე და საპიკნიკე ადგილები. ისტორიული ციხე-ქალაქი ხორნაბუჯი განახლებული ტურისტული ინფრასტრუქტურით მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორთა ნაკადს დედოფლისწყაროს მიმართულებით, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე დადებითად აისახება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0