ძლიერი ქარის გამო კობალაძის ქუჩაზე არსებული ავტობუსის მოსაცდელი დაზიანდა

16/10/2017

ძლიერი ქარის გამო ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე არსებული ავტობუსის მოსაცდელი დაზიანდა. ადგილზე იმყოფებოდნენ შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტის“ წარმომადგენლები, რომლებმაც მინის ნამსხვრევების გატანის სამუშაოები განახორციელეს. დაზიანებული მოსაცდელი უახლოეს მომავალში აღდგება. ქალაქის მასშტაბით განთავსებული მოსაცდელების მონიტორინგი რეგულარულად ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0