ძლიერი ქარის გამო, რუსთავის რამდენიმე უბანს ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალი არ მიეწოდება

22/04/2017

ძლიერმა ქარმა რუსთავს სერიოზული ზარალი მიაყენა. ქარისგან მოგლეჯილმა ხეებმა კოსტავას, მე-14-ე მიკრო რაიონისა და მშვიდობის ქუჩაზე ბუნებრივი აირის მილები დააზიანა. სტიქიამ 11 მისამართზე გარე-განათების ანძები წააქცია და სადენები დააზიანა.
ქარმა ბოსტან ქალაქის, ფიროსმანის, ჭავჭავაძის, ნიკოლაძის, მშვიდობის, პირველი მაისის, კონსტიტუციის, ჯავახიშვილის,, მშვიდობისა და შარტავას ქუჩებზე, მე-7-ე და 21-ე მიკრო რაიონებში მრავალწლოვანი ხეები დაგლიჯა. სტიქიამ 60-მდე საცხოვრებელი სახლისა და შენობა ნაგებობის სახურავი, ასევე რუსთავის სტადიონზე ტრიბუნის გადახურვა და მწვანე საფარი დააზიანა.
ავარიული დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, ადგილებზე მობილიზებული არიან ,,ენერგო-პრო ჯორჯიას”, ,,სოკარ-ჯორჯია გაზისა” და რუსთავის მერიის ,,უზრუნველყოფის” სამსახურების თანამშრომლები. ა(ა)იპ ,,უზრუნველყოფის“ სამსახურის თანამშრომლებმა ქარისგან წაქცეული ხეებისგან ათზე მეტი ქუჩა და ეზო გაასუფთავეს. რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები ადგილებზე სტიქიისგან მიზენებული ზიანის შესწავლას აწარმოებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0