ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაზიანებულია სახლები

15/10/2017

ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაზიანებულია სახლები, დატბორილია ქუჩები, საყანე ფართობები, შიდა მიმოსვლის გზები.
საგანგებო რეჟიმში მუშაობს სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი. გამგეობის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები გასულები არიან შემთხვევის ადგილებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0