წალენჯიხაში წურწუმიას ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

01/09/2017

ქალაქ წალენჯიხაში წურწუმიას ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ფარცვანიამ დაათვალიერა სამუშაოები, სადაც ამ ეტაპზე ბეტონის ღარის მოწყობა მიმდინარეობს. ამ ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ასფალტო -ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ წალენჯიხაში ფიფიას, ტაბიძის, დადიანის, წურწუმიას, ხობელიას, სამეგრელოსა და მარჯვენა სანაპიროს ქუჩების ასფალტო -ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს გზამშენგრუპი, სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს- 589 139 ლარს.
პროექტი სრულდება რეგიონალური განვითარების პროექტების ფონდის მიერ.
სამუშაოებზე დასაქმებულია 50-მდე ადგილობრივი მუშახელი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0