წინანდალში ჭადრაკის ტურნირი გაიხსნა

19/05/2017

წინანდალში ჭადრაკის საერთაშორისო დიდოსტატების, მსოფლიოს ჩემპიონების, ოლიმპიური ჩემპიონის ლელა ჯავახიშვილისა და ოლიმპიური პრიზიორის ბელა ხოტენაშვილის სახელობის ტურნირი გაიხსნა. ტურნირის გახსნას კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე შათირიშვილი, ღვინის კომპანია (GWS)-ის აღმასრულებელი დირექტორი ფილიპ ლეპსი, ევროპის საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, საქართველოს ჭადრაკის პრეზიდენტი გია გიორგაძე, ჭადრაკის აკადემიის რექტორი მარინა მილორავა, საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, ოლიმპიადის მრავალგზის გამარჯვებული ნონა გაფრინდაშვილი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და ჭადრაკის დიდოსტატები ესწრებოდნენ. კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა მეგობრობის და ურთიერთთანამშრომლობის ნიშნად ჭადრაკის ტურნირის გენერალურ სპონსორს (GWS)-ის აღმასრულებელ დირექტორს ფილიპ ლეპს საჩუქრად ქართული ხმალი გადასცა.ჭადრაკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის კი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი მადლობის სიგელით დააჯილდოვა. ტურნირი 19 -დან 21 მაისის ჩათვლით ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმში მიმდინარეობს. ტურნირში მონაწილეობას იღებენ საქართველოს ქალმოჭადრაკეთა უძლიერესი შემადგენლობა. ტურნირი ჩატარდება ორ ნაწილად, როგორც მოქმედ ქალმოჭადრაკეთა შორის, ისე სენიორებში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0