წმინდა დიდმოწამე დედოფალი ქეთევანის წმინდა ნაწილი, ნეკრესელმა მიტროპოლიტმა სერგიმ, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ და მღვდელმსახურებმა მოაბრძანა. ტაძარში წმინდა ქეთევან დედოფლის პარაკლისი აღევლინა, რომელსაც მრევლთან ერთად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობაც დაესწრო.
5-6 ოქტომბერს, 22:00 – 07:00 საათამდე, ნეკრესის ეპარქიის მღვდელმსახურები პარაკლისს აღავლენენ. ლუსკუმას წმინდანის ნაწილით ხვალ, 10:00 საათზე ყვარლის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში გადააბრძანებენ.
დიდმოწამის, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი საქართველოში ინდოეთიდან დროებით 23 სექტემბერს ჩამოაბრძანეს და საქართველოს ყველა ეპარქიას მოივლის.
Visited 795 times, 1 visit(s) today