წყალტუბოს ცენტრალურ პარკში არსებული შადრევნების რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება. შესაბამისი პროექტი მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საზედამხედველო კომპანიის ,,Eptisa”-ს წარმომადგენლებთან ერთად განიხილა. შეხვედრას მერის პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე, მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი, მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შადრევნის რეაბილიტაცასთან ერთად პარკში საზოგადოებრივი საპირფარეშოც მოეწყობა.
Visited 186 times, 1 visit(s) today