ჭავჭავაძის ქუჩაზე გრძელდება საავტომობილო გზის რეაბილიტაცია

02/08/2017

სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, გრძელდება საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. პროექტის პირველი ეტაპის მიხედვით, მიმდინარე წელს, ასფალტობეტონის საფარი მოეწყო აღმაშენებლის ქუჩიდან ნინოშვილის ქუჩამდე მონაკვეთზე. ამჟამად ასფალტობეტონის საფარი დაიგო ნინოშვილის ქუჩიდან წმ. ნინოს ქუჩამდე. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ასფალტობეტონის საფარი დაიგო ქალაქის 16 ქუჩაზე. სამუშაოებს ახორციელებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულლი სს ,,არქეოპოლისი’’.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0