ჭანჭათში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა

15/06/2017

მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ მოადგილე ნუგზარ ცინცაძეთან ერთად ადგილზე დაათვალიერა სტიქიის შედეგად შექმნილი მდგომარეობა აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში. ჭანჭათში ძლიერი წვიმის შედეგად თამაზ ვადაჭკორიას სახლთან მეწყერი ჩამოწვა. ექვსულიანი ოჯახი საფრთხის წინაშეა. თამაზ ვადაჭკორიამ მადლობა გადაუხადა გამგებელს ყურადღებისთვის. ადგილზე დილიდანვე მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურები. გამგებელმა დაავალა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელს მანუჩარ ღლონტს აღნიშნული ოჯახი დროულად ჩართოს ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში და მათთვის მოიძებნოს სახლი ამავე სოფლის ტერიტორიაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0