ჭიათურაში გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება დაიწყო

05/01/2018

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა, უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება დღეს, 4 იანვარს, ყაზბეგის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. გარემოვაჭრეებისაგან განთავისუფლდა ასევე,„მაღაროელთა მოედანი“. აღნიშნული ტერიტორიები დღესვე კეთილმოწყობის სამსახურმა დაასაუფთავა. ანალოგიურ ღონისძიებებს მუნიციპალიტეტის მერია მომავალშიც განახორციელებს. ჭიათურის მერის მოადგილის, გივი მოდებაძის განცხადებით, გარემოვაჭრეებს უკანონო საქმიანობის გაგრძელების უფლება აღარ მიეცემათ.

“გარდა იმისა,რომ ვაჭრობა უკანონოდ ხორციელდება, უშნოვდება ქალაქის იერ-სახე და ჩნდება ანტისანიტარია”-განაცხადა გივი მოდებაძემ.

ჭიათურის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებმა მოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილეს, შეეწყვიტათ უნებართვო საქმიანობა. გარევაჭრობის აკრძალვის აუცილებლობაზე ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ. არაერთხელ გააკეთა განცხადება. ჭიათურის მერი გარე მოვაჭრეებს პირადად ადგილზეც შეხვდა და ინფორმაციაც მიაწოდა,რომ ყოფილი ,,უნივერმაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათთვის სპეციალური ბაზრობა მოეწყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0